ერთი ისტორია
დიდხანს არ მიფიქრია დამეწერა თუ არა, უბრალოდ, რადგან უმუშევრობის თემა დღეს ძალიან პოპულარულია, გადავწყვიტე მეც ერთი ისტორია შემომენახა. ჰოდა, უმუშევარი ადამიანი სად არ მოხვდები... ბოლო ერთი წელია არ ვმუშაობ. ჩემი პროფესიით, თორემ მისი შემყურე, რომ ვიყო, შედეგებზე ფიქრი, არც მინდა... ამ ერთი წლის განმავლობაში მეც ხშირად ვსარგებლობდი სხვადასხვა დასაქმების პროექტებით, ასე ვთქვათ, ვეძებდი სამსახურს და არაერთ ადგილზე მაქვს გაგზავნილი საკუთარი მონაცემები ე.წ. - CV. მოგეხსენებათ ასეთი ცენტრები საქართველოში საკმაოდ ბევრი არსებობს და ამიტომ მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ ყველაზე პოპულარული მათ შორის მაინც საიტი W.W.W. JOBS.GE. ამიტომ მეც ყველაზე აქტიურად მისით ვსარგებლობდი. თუმცა სიმართლე, რომ გითხრათ არასდროს, არც არავის არ დაურეკავს და ჩემი მცდელობაც მუშაობა დამეწყო თავისთავად უშედეგოდ რჩებოდა. ალბათ მიზეზი სწორედ ეს იყო ასე ძალიან, რომ გამაოცა 6 სექტემბერს უცხო ზარმა. მობილურზე მირეკავდნენ და ვერ მივუსწარი. ზარი გვიან გავიგე, მაგრამ გადავრეკე. უცხო ნომრებზე ყოველთვის ვრეკავ, რადგან, რა ვიცი ვინ არის და რა სჭირდება. ახალგაზრდა გოგონა მპასუხობს და კითხულობს ჩემს ვინაობას. ჩემი სახელი ვუთხარი და მაშინვე მომახსენა: “მე კომპანიაB”BBS HOLDING” გირეკავთ. თქვენი მონაცემები განხილულია, ჩვენი კომპანიისთვის მისაღებია, ამიტომ ხვალ 10 საათზე, ბახტრიონზე, იყალთოს გორა 4 მობრძანდით”. ცოტა არ იყოს დავიბენი და ვკითხე: “იქნებ მითხრათ რა კომპანიაა, რას აკეთებთ, რა თანამდებობაზე მიპირებთ დანიშვნას და ა.შ.” მაგრამ პასუხი ერთია: “დამატებითი ინფორმაციისთვის ხვალ მობრძანდით”. გაოცებული კი დავრჩი, მაგრამ რას ვიზამდი. გადავწყვიტე წავიდე. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ 6 სექტემბერი კვირა დღე იყო და ნუთუ ასეთი შრომისყვარენი ვართ ქართველები? მაშინვე გადავრეკე ახლობლებთან, მივიკითხ-მოვიკითხე, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა მსგავსი კომპანიის შესახებ. მხოლოდ ერთმა მეგობარმა, რომელიც იყალთოს გორაზე, იქვე, ახლოს ცხოვრობს მითხრა, რომ ან სარეკლამო ან სადისტრიბუციო კომპანიაა. მოკლედ წავედი. ინტერესმა იმდენად შემაწუხა, რომ რუსთავიდან წასული ათის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი. მინდა ვთქვა, რომ შენობა და ეზო არაჩვეულებრივია, საცხოვრებლად და დასასვენებლადაც კი, მაგრამ საოფისედ???????? რა მოგახსენოთ!!! ეზოში შესვლისთანავე ბიჭი შემხვდა, მივესალმე და ბოდიში მოვუხადე, რომ ადრე მივედი... არაუშავს აქეთ მობრძანდითო და მეც შევედი. ეგრეთ წოდებულ მისაღებში ორი ახალგაზრდა გოგო იჯდა, პირადობის მოწმობა მომთხოვეს. მივაწოდე, მაგრამ თან ვეკითხები: - იქნებ ამიხსნათ, სად მოვედი? არავინ ყურადღებას არ აქცევს ჩემს კითხვას და აგრძელებენ... დამიბრუნეს პირადობის მოწმობა და მეუბნებიან: “წამობრძანდით და ეს ფურცლები შეავსეთ”. გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ გავყევი. კიდევ ერთი ბიჭი შემხვდა და მეუბნება, მეორე სართულზე აბრძანდით. ავდივარ დარბაზში, სადაც ორი გოგონა და ერთი ბიჭი მხვდება. მათაც ვეკითხები იქნებ ამიხსნათ რა ხდება? მაგრამ არაფერს არ ამბობენ. ჯერ ეს შეავსეთ შემდეგ უფროსთან შეგიყვანთო. შევავსე ინტერესის გამო. მხოლოდ იმიტომ, რომ მათი უფროსი მენახა, რადგან ამ ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 22 წლის თუ იყო და იმიტომ, რომ გამეგო რა კომპანიაა... მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გავიგე, რადგან შემდეგ ოთახში უფროსთან, რომ შემიყვანეს ისიც დაახლოებით ზემოთ აღნიშნული ასაკის იყო, რომელსაც გაზეპირებული ჰქონდა რა უნდა ეთქვა, 5 წუთში მომახსენა ყველაფერი და გამომიშვა. კერძოდ: რაღაც კითხვები დამისვა: რა ევალება სარეკლამო აგენტს? როგორი უნდა იყოს იგი? ხელფასი რამდენი გინდათ? ბოლო კითხვამ ყველაზე მეტად გამაკვირვა, რადგან, როდის იყო დამქირავებელი, თანაც ქართველი დაქირავებულს ეკითხებოდა რამდენი უნდა ხელფასი. მერე მითხრა, რომ 24 საათის განმავლობაში ჩემი მონაცემები ოფისში დარჩებოდა და თუ დამირეკავდნენ სულ უფროს შევხვდებოდი და მასთან გადაწყდებოდა ყველაფერი. არა მარტო მე ყველა იქ მისული გაურკვეველ მდგომარეობაში იყო. არ ვიცი მათ დაურეკეს თუ არა, მაგრამ ჩემთვის არავის არ დაურეკავს. სიმართლე გითხრათ არც მიკვირს – აბა ვის სჭირდება თანამშრომელი, რომელიც ახსნა განმარტებებს ითხოვს. აკი მომახსენეს კიდეც: - თქვენ აქ არაფერს არ ირჩევთ, თქვენ ემორჩილებით იმასაც, რასაც კომპანია გთავაზობთ”. თუმცა ერთი რამ კი უნდა ავღნიშნო, ეტყობა ჩაცმის კულტურა დიდი აქვთ. მართალია მანდილოსნებს შედარებით თავისუფლად ეცვათ, მაგრამ ვაჟები??? შთაბეჭდილება გრჩებოდა, რომ უკვე შემდგარ ინტელიგენტებთან და ბიზნესმენებთან გქონდა საქმე. ყველა მათგანი ჰალსტუხებით...
როგორც ზემოთ ავღნიშნე იქვე ახლოს მეგობარი ცხოვრობს. დავურეკე და ვუთხარი, რომ მის კარებთან ვიყავი. რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდა და გამოვიდა. მასთან შევედით და მაშინვე მკითხა აბა რა ქენი? იყავი?, რა გაარკვიე? უნდა ვთქვა, რომ მისგან კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგე, ვიდრე მან ჩემგან. თუმცა კონკრეტულად მაინც არავინ არაფერი არ იცის. ვიცით მხოლოდ, რომ: კომპანიის სახელწოდებაა BBS HOLDING და ფილიალები მთელს საქართველოში აქვს. თანაც სათავეში ქართველი ბიზნესმენი უდგას, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს. მეგობართან სხვა რაღაცეებზეც ვისაუბრე და წამოვედი. რუსთავში შესვლისთანავე თვალში მომხვდა ხალხმრავლობა. იმ ადგილიდან, სადაც ცხენები იდგა შარტავას სახელობის ქუჩამდე ხელისუფლებას გამოფენა მოეწყო სახელწოდებით “ანგარიში ხალხს”. აბა ჩვენ კი რისი ქართველები ვართ, რომ ყველა დაგებულ ანკეს არ წამოვეგოთ და მაშინვე ქუჩაში არ გამოვიდეთ. ჰოდა ხალხიც აღფრთოვანებული სახით, ამაყად დადიოდა და ათვალიერებდა - რომელმა სამინისტრომ რა გააკეთა, ქართულ ჯარს როგორი იარაღი აქვს, როგორი ტრაქტოტები გადაეცათ (თუ გადაეცათ) გლეხებს და საერთოდ რა წარმატებებს მივაღწიეთ ამ ხელისუფლებასთან ერთად. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გამოფენის სახით კი არ იყო წარმოდგენილი არამედ ელექტრონული საშუალებებითაც, ვიდეო ინსტალაცია და სხვა. მოკლედ 7 სექტემბერი დიდი დღე გვქონდა მეც, რუსთავსაც და რუსთაველებსაც.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий